Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი

                   
პროექტის   სახელწოდება:     ჩემი   სოფელი   –„ორგორა“

პროექტის  მთავარი  იდეა:  სოფელ ორგორის გეოგრაფიული  მდებარეობის
                                                   დადგენა, მისი  ისტორიული წარსული.
პროექტის აქტუალობა :   მოსწავლეები  შეეცდებიან გაარკვიონ სოფლის
                                              გეოგრაფიული მდებარეობა,მისი  ისტორიული
                                              წარსული. მოიძიონ  მის მახლობლად მდებარე
                                                ისტორიული ძეგლების ფოტოები.
პროექტის  მიზნები:   სოფლის ტერიტორიის გაცნობა.
                                      ინფორმაცია სოფლის მცხოვრებთა შესახებ.
                                       ისტორიული ძეგლების გაცნობა.
მონაწილეთა  ასაკი:    13–14   წელი.
ვადები – ხანგრძლივობა :   4 –  დღე.
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები შეეცდებიან დაადგინონ რუკაზე სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა,გადაიღონ სურათები სოფელში არსებული ძეგლების,როგორც მუსულმანური, ისე ქრისტიანული, მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ სოფლის   უხუცესებისგან.                                                                                                  ისტის დახმარებით,სახელმძღვანელოებით,კომპიუტერით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ისტორიული სახელმძღვანელო, ფოტოები, ფანქრები, რვეულები, ფოტოაპარატი, ფორმატები.
პროექტის  მსვლელობა– ძირითადი აქტივობები :
                          1–  დღე
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად ,ავირჩევთ ჯგუფში ლიდერებს,დავიწყებთ ჯგუფებად მუშაობას სოფლის ისტორიული მასალის მოძიების მიზნით.
                           2 – დღე
მოვაწყობთ შეხვედრებს სოფლის უხუცესებთან  და  გამოჩენილ ადამიანებთან, ჩავიწრერთ მათ საუბარს,დავუსვამთ კითხვებს, გადავიღებთ ფოტოებს მათთან ერთად.
                           3 –  დღე
მოვაწყობთ ექსკურსიას სოფლის ტერიტორიაზე , გავეცნობით  ისტორიულ ძეგლებს, გადავიღებთ ფოტოებს.
                            4 – დღე
დასრულებული ჩანახატებითა და ფოტოებით მოვაწყობთ პრეზენტაციას,მოვაწყობთ ფოტოების გამოფენას. მოვახდენთ ჩვენი პროექტის გაანალიზებას.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მოსწავლეები ამ პროექტით უკავშირდებიან ხელოვნებას , გეოგრაფიას, ქართულს,ისტორიას.სწავლობენ სოფლისა და სამშობლოს სიყვარულს, მეგობრობას და სხვა.
პროექტის  ხელმძღვანელი:   იზოლდა  წამალაიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  IZOLDATSAMALAIDZE@GMAIL.COM