პროექტის მთავარი იდეა: სოფელ ორგორის გეოგრაფიული მდებარეობის
დადგენა, მისი ისტორიული წარსული.
პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები შეეცდებიან გაარკვიონ სოფლის
გეოგრაფიული მდებარეობა,მისი ისტორიული
წარსული. მოიძიონ მის მახლობლად მდებარე
ისტორიული ძეგლების ფოტოები.
პროექტის მიზნები: სოფლის ტერიტორიის გაცნობა.
ინფორმაცია სოფლის მცხოვრებთა შესახებ.
ისტორიული ძეგლების გაცნობა.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
ვადები – ხანგრძლივობა : 4 – დღე.
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეეცდებიან დაადგინონ რუკაზე სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა,გადაიღონ სურათები სოფელში არსებული ძეგლების,როგორც მუსულმანური, ისე ქრისტიანული, მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ სოფლის უხუცესებისგან. ისტის დახმარებით,სახელმძღვანელოებით,კომპიუტერით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ისტორიული სახელმძღვანელო, ფოტოები, ფანქრები, რვეულები, ფოტოაპარატი, ფორმატები.
პროექტის მსვლელობა– ძირითადი აქტივობები :
1– დღე
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად ,ავირჩევთ ჯგუფში ლიდერებს,დავიწყებთ ჯგუფებად მუშაობას სოფლის ისტორიული მასალის მოძიების მიზნით.
2 – დღე
მოვაწყობთ შეხვედრებს სოფლის უხუცესებთან და გამოჩენილ ადამიანებთან, ჩავიწრერთ მათ საუბარს,დავუსვამთ კითხვებს, გადავიღებთ ფოტოებს მათთან ერთად.
3 – დღე
მოვაწყობთ ექსკურსიას სოფლის ტერიტორიაზე , გავეცნობით ისტორიულ ძეგლებს, გადავიღებთ ფოტოებს.
4 – დღე
დასრულებული ჩანახატებითა და ფოტოებით მოვაწყობთ პრეზენტაციას,მოვაწყობთ ფოტოების გამოფენას. მოვახდენთ ჩვენი პროექტის გაანალიზებას.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები ამ პროექტით უკავშირდებიან ხელოვნებას , გეოგრაფიას, ქართულს,ისტორიას.სწავლობენ სოფლისა და სამშობლოს სიყვარულს, მეგობრობას და სხვა.
პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა წამალაიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: IZOLDATSAMALAIDZE@GMAIL.COM